logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე „ახალი წლის დღეებს“ რუსთავი მასპინძლობს
- +

6 იანვარი. 2023. 12:21

 

 

რუსთავში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საშობაო ღონისძიებებისა და კონცერტისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის საშობაო სოფლის მოწყობა, საახალწლო დეკორაციებისა და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

 

ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება.

 

საშობაო სოფელში ადგილობრივი მცირე მეწარმეების მონაწილეობით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სადაც პატარებს ზღაპრის გმირები გაართობენ, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებთ. გაიმართება ორკესტრისა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.

 

19:00 საათზე, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა“ და ბენდის მონაწილეობით კონცერტი დაიწყება, 20:00 საათზე კი მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილებისთვის ჯგუფი ,,რეგიონი“ იმღერებს. საღამოს დუტა სხირტლაძე გაუძღვება.

 

სადღესასწაულო კონცერტი 21:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner