logo_geo
eng_logo
მესის მშობლიურ პროვინციაში მის პატივსაცემად ახალშობილთა დარქმევის შემთხვევები 700%-ით გაიზარდა
- +

6 იანვარი. 2023. 12:49

 

 

 

არგენტინაში, სანტა ფეს პროვინციაში, სადაც ლიონელ მესი გაიზარდა, მის პატივსაცემად ახალშობილთა დარქმევის შემთხვევები 700%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Diario La Capital წერს.

 

სანტა ფეს საჯარო რეესტრის მონაცემებით, სექტემბრამდე „ლიონელს“ ან „ლიონელას“ მშობლები ახალშობილებს საშუალოდ თვეში ექვსჯერ არქმევდნენ. ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ეს რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ანალოგიური სტატისტიკა ფიქსირდებოდა ნოემბერშიც.

 

რაც შეეხება დეკემბერს, როდესაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგო, საჯარო რეესტრში ლიონელ მესის პატივსაცემად 49 ახალშობილს დაარქვეს, რაც სექტემბერთან შედარებით 700%-იან მატებას წარმოადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner