არგენტინაში, სანტა ფეს პროვინციაში, სადაც ლიონელ მესი გაიზარდა, მის პატივსაცემად ახალშობილთა დარქმევის შემთხვევები 700%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Diario La Capital წერს.
სანტა ფეს საჯარო რეესტრის მონაცემებით, სექტემბრამდე „ლიონელს“ ან „ლიონელას“ მშობლები ახალშობილებს საშუალოდ თვეში ექვსჯერ არქმევდნენ. ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ეს რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ანალოგიური სტატისტიკა ფიქსირდებოდა ნოემბერშიც.
რაც შეეხება დეკემბერს, როდესაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგო, საჯარო რეესტრში ლიონელ მესის პატივსაცემად 49 ახალშობილს დაარქვეს, რაც სექტემბერთან შედარებით 700%-იან მატებას წარმოადგენს.