logo_geo
eng_logo
ყოფილი პატიმარი დავით მეფარიშვილი: ციხეებში უფრო მეტი სისხლი, სტრესი და დუბინკა იყო...
- +

29 აგვისტო. 2016. 04:32



ყოფილი პატიმრის დავით მეფარიშვილის თქმით, ფილმი "ჰეროკრატია - 9+1" რეალობასთან მიახლოებული ფილმი იყო. როგორც მან აღნიშნა, ციხეებში უფრო მეტი სისხლი და სტრესი იყო.


"ეს არის რეალობასთან მიახლოებული ფილმი და ამას პირდაპირ გეუბნებით. ციხეებში უფრო მეტი სისხლი, უფრო მეტი სტრესი და მეტი დუბინკა იყო. აუცილებელია მოსახლოებამ ეს კადრები ნახოს, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მცირეწლოვანმა ბავშვებმა არ ნახონ", - აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

 

ფილმი კინოთეატრ რუსთაველში საათი და 20 წუთი გრძელდებოდა. როგორც რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ეცადა ფილმში აღეწერა ის, რაც მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს რეალურად მოხდა. ფილმში წარმოდგენილია ციხეებში არსებული ვითარება, სასამართლო, სამართალდამცავი სტრუქტურები და უკანონო გაწყვეტილებები."


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner