logo_geo
eng_logo
„როიტერი“: ჰაკერებმა „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს
- +

6 იანვარი. 2023. 13:18

 

 

 

ჰაკერებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ისინი ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის კომპანიაზე, Hudson Rock-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც კომპანიის თანადამფუძნებული ელონ გალი წერს, ინფორმაციის გაჟონვა გამოიწვევს ჰაკერულ შეტევებს, ასევე მიზნობრივ „ფიშინგს“ და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას.

 

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, კომპანია „ტვიტერს“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ჰაკერებმა მონაცემები შესაძლოა, 2021 წელს მოიპოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner