ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ჯგუფების დასაკომპლექტებელი კენჭისყრა საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. კატალონიური გამოცემები, როგორებიც არიან "Mundo Deportivo" და "Sport"-ი იტყობინებიან, რომ კენჭისყრის ერთ-ერთმა მონაწილე იან რაშმა ბურთები მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ შეცვალა.
როგორც გავრცელებულ კადრებში ვხედავთ "ლივერპულის" ლეგენდამ, კალათიდან ბურთის ამოღების, გახსნისა და მაგიდაზე დადების შემდეგ (რაც კამერამ ვერ დააფიქსირა) მაგიდიდან აიღო ფურცელი, რომელზეც ეწერა, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა გუნდი, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ ფურცელი იმ ადგილიდან არ აუღია, სადაც ბურთი დადო, არამედ - სხვა ადგილიდან.
შედეგად, ამ მოქმედებით რუშმა დორტმუნდის "ბორუსია" F ჯგუფში მადრიდის "რეალთან" მოახვედრა. აღწერილი სცენა ზუსტაც ჩანს გავრცელებულ კადრებში, რომელსაც ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა პირდაპირ ეთერში ნახა, თუმცა ამ ფაქტის შემჩნევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
წყარო- footballnews.ge