logo_geo
eng_logo
კულება: საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის განცხადებები უკრაინისათვის ახალი იარაღის გადაცემის შესახებ ცხადყოფს, რომ იარაღთან დაკავშირებული ტაბუ წარსულს ჩაბარდა
- +

6 იანვარი. 2023. 19:34

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის განცხადებები უკრაინისათვის ახალი იარაღის, კერძოდ დასავლური წარმოების ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ ცხადყოფს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებული ტაბუ წარსულს ჩაბარდა.

ამას 2023 წლის პირველი კვირა ადასტურებს. ტანკები და ჯავშანმანქანები საფრანგეთისგან, ჯავშანტრანსპორტიორები Bradley-ი და Marder-ი აშშ-ისა და გერმანიისგან, Patriot-ის დამატებითი ბატარეა გერმანიისგან, საბრძოლო მასალები და მრავალი სხვა. ასევე დაელოდეთ აშშ-ის მიერ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

5 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისათვის Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდებას აპირებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს თავიანთი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინის საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით, აშშ აპირებს უკრაინას მიაწოდოს Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხოლო გერმანია აპირებს უკრაინას მიაწოდოს Marder-ის საბრძოლო მანქანები. ორივე ქვეყანა გეგმავს უკრაინული ძალების შესაბამის სისტემებზე მომზადებას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner