საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას შობის დღესასწაულს ულოცავს.
„ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო! მაცხოვრის შობას გილოცავთ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
შობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება. სიონის საკათედრო ტაძარში მსახურება 23:30 საათზე დაიწყო. ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა, ასევე პატრიარქი ყველა მორწმუნეს მოუწოდებს შობის ღამეს სარკმელთან სანთელი აანთოს და ღვთისმშობელს მოუხმოს.