ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება.
ქალაქის ცენტრში, რუსთაველის რკალზე მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვაინს სთავაზობენ.
ფოთის ცენტრში 18:00 საათიდან გალაკონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „ბანდეროლი“ მიიღებენ.