„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ყოფილი მერის გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა პირველ სექტემბერს ერთპიროვნულად ჩანიშნა, რითიც ვა- ბანკზე მიდის:
„აშკარად ვა ბანკზე მიდის საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე. მან უგულვებელყო საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის და გადაწყვეტის ყველა სტანდარტი, ისე, რომ ჩაშალა შეგნებურად, ხელოვნურად საორგანიზაციო სხდომა პლენუმის. მან ერთპიროვნულად დანიშნა პირველ სექტემბერს საქმის განხილვა. როგორც ჩანს გიორგი პაპუაშვილი დაკვეთების მთავარი შემსრულებელია და აქედან გამომდინარე ის კიდევ ერთეხლ მიდის ვა ბანკზე, თუმცა ეს ამოცანები ვერ შერულდება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.