logo_geo
eng_logo
საშობაო ალილო მარტვილში
- +

7 იანვარი. 2023. 22:10

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.

 

ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, სტიქაროსნები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა.

 

საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს  შობის დღესასწაული მიულოცეს.

 

შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები  სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner