ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლო პერიოდში ისეთი უცნაური რიტორიკა გამოდის „რესპუბლიკური პარტიისგან", თითქოს ისინი ამ ხელისუფლების თანამონაწილეები არ იყვნენ. მაშინ, როცა ისინი ორიოდე თვეც არ არის, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ამიტომ საერთო პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდნენ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც თავად შექმნეს დანარჩენ პოლიტიკოსებთან ერთად. სწორედ ეს ქმნის ამ პარტიებს დაბალი რანგის ეშელონებად, რის გამოც საზოგადოება მათ პატივს არ სცემს.
შეიძლება, პოლიტიკოსი არ გიყვარდეს, არც უნდა გიყვარდეს, საერთოდ, პოლიტიკოსის სიყვარული ცოტა უცნაური თემაა, მაგრამ პატივს მაინც უნდა სცემდე შენს პოლიტიკოსს. ჩვენი საზოგადოება კი საკუთარ არჩევანს, საკუთარ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემს და ჩვენი მოსახლეობა ბევრად უფრო ალალი და ობიექტურად მართალია თავის უპატივისმცემლობაში."- წერს გამზარდია.