logo_geo
eng_logo
აშშ-ში დააკავეს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
- +

7 იანვარი. 2023. 22:43

 

 

აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ნიუპორტ-ნიუსში დააკავეს 6 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში მასწავლებელს ესროლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველკლასელთა საკლასო ოთახში მოხდა. პოლიციის წარმომადგენლის სტივ დრიუს განცხადებით, ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა და მომხდარს წინ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შელაპარაკება უძღოდა. როგორ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი არასრუწლოვნის ხელში, ჯერჯერობით უცნობია.

 

35 წლამდე ასაკის მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს მიღებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner