„ეს ქართველ ენ-ჯე-ოშნიკებს არ ანახოთ, 80 წლის ბაიდენსაც „რუსეთუმედ“ შერაცხავენ და მის მეუღლესაც. მერე "ხალხის ძალას" არაფერი დაგვბრალდეს - ჩვენ მადლიერების გრძნობით ვხვდებით ამ მოლოცვას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტვიტს გამოეხმაურა, სადაც ის მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობას ულოცავს.
შეგახსენებთ, ქართულმა მდიდარმა ენჯეოებმა მართლმადიდებლებს 7 იანვარი, ქრისტეს შობის დღესასწაული არ მიულოცეს, სამაგიეროდ 25- დეკემბერს მათ თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე ქრისტეს შობის მისალოცი არაერთი პოსტი გამოაქვეყნეს.