logo_geo
eng_logo
თბილისის „ლოკომოტივი“ ანდრონიკაშვილმაც დატოვა
- +

8 იანვარი. 2023. 01:31

 

 

თბილისის „ლოკომოტივი“ კიდევ ერთმა მოთამაშემ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დატოვა, – საქართველოს პირველ არხთან ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

 

„დიახ, წამოვედი „ლოკომოტიდან“. ვერ შევთანხმდით და კონტრაქტი ურთიერშეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ. ხელშეკრულება 1+1 სისტემით იყო გაფორმებული, მაგრამ აღარ გაგრძელდა“, – ამბობს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი.

 

23 წლის ცენტრალური მცველის თქმით, მას უნგრეთიდან მენეჯერი დაუკავშირდა და მისი სახელით მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა: „სად გავაგრძელებ თამაშს, ჯერ არ ვიცი, მაგრამ არის ვარიანტები. საქართველოში არავინ დამკავშირებია, უნგრეთიდან კი დამიკავშირდა მენეჯერი, რომელმაც შემომთავაზა ვარიანტები უნგრეთში, კვიპროსსა და პოლონეთში. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი საუბარი იყო“.

 

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1999 წელსაა დაბადებული. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია – 17, 19 და 21-წლამდელებში. „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში გუნდის ფორმით 28 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner