მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შეიქმნა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ამასთან, ხულოს მუნიციპალიტეტში ნალექის გამო, შვიდ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ორი დღეა ინტენსიურად თოვს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს მიაღწია, არის ქარბუქი. თოვლმა განსაკუთრებული პრობლემები სოფელ რიყეთსა და ღორჯომში შექმნა. ცენტრალურ გზებზე, როგორც ვიცით ტექნიკა მუშაობს“, - განაცხადა ხულოში მცხოვრებმა
ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით კი გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, ვახტანგ ბერიძის თქმით, დღის ბოლომდე ყველა სოფელს დენის მიწოდება აღუდგება.