რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.
„აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, – აცხადებს ალექსანდრ სტარუხი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 იანვარს, საღამოს, რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში სარაკეტო იერიში განახორციელეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.