თბილისში პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე უკვე დააკავეს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.