„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კიდევ ერთხელ ჩაერია საქართველოს შიდა საქმეებში, მისი მორიგი გამოხდომა შორს არის დიპლომატიისა და პარტნიორული ურთიერთობისგან. როგორც მან განაცხადა, უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში ან ნებისმიერ მესამე სახელმწიფოში გაიყვანონ, პოდოლიკი მზად არის, სააკაშვილი საკუთარი ხელით წაიყვანოს!“ - ასე ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„სააკაშვილს ციხეში არავინ აწამებს, რაც შეეხება მის მკურნალობას, მიუხედავად რამდენიმე ათასგვერდიანი დასკვნის არსებობისა, სააკაშვილის კონკრეტული დიაგნოზი არსად წერია, შესაბამისად, საღ აზრს მოკლებულია მსჯელობა, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხდება. პოდოლიაკი განცხადების მეორე ნაწილში საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კეთილგანწყობაში ადანაშაულებს, მტკნარი სიცრუეა საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის მიმართ ლოიალურობის დაბრალება, იმ დროს, როცა საქართველო უერთდება მსოფლიოში არსებულ სანქციებს, ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს რათა მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე აჩვენოს. ასევე საქართველო არაერთი, რუსეთისთვის მიუღებელი და მტკივნეული რეზოლუციის ხელმომწერია“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.