logo_geo
eng_logo
იდა ბახტურიძე ნოდარ მელაძეზე: მთელი მედიასექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ, ტეხავს
- +

8 იანვარი. 2023. 15:13

 

 

„ერთხელ ნოდარ მელაძემ შემომითვალა: „ვიცით, შენი ძმა სად მუშაობსო“. ჰოდა, ხვალ ჩემს ძმაზე რომ ლეგენდა მოისმინოთ, არც ეგ გაიკვირვოთ. მისი მორალი ყველაფრის მქმნელია“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს” წარმომადგენელი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბახტურიძე აღნიშნავს, ნოდარ მელაძე მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია მისი ნიშნის მოგების პოსტი ბოროტება და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, თავზარდამცემი.

 

„ნოდარ მელაძის ნიშნის მოგების პოსტი საერთოდ რა დონის ბოროტებაა, ვერც აღვწერ და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, საერთოდ თავზარდამცემი. ღმერთმა დაიფაროს და ფეხი რომ გადაგვიბრუნდეს, ეს კაცი ნეკროლოგს გამოაცხობს. ემიგრანტ დედაჩემს ჩემზე ადრე მოკლავს იქ და მერე სიკვდილი რომ დადასტურდეს, მოვა და მე მომკლავს. აი, ამის გამკეთებელიცაა, უკვე ვრწმუნდები. და მთელი მედიასექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ. ტეხავს.

 

ერთხელ ნოდარ მელაძემ შემომითვალა: „ვიცით, შენი ძმა სად მუშაობსო“. ჰოდა, ხვალ ჩემს ძმაზე რომ ლეგენდა მოისმინოთ, არც ეგ გაიკვირვოთ. მისი მორალი ყველაფრის მქმნელია“, – წერს იდა ბახტურიძე Facebook-ზე.

 

თავის მხრივ, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „უფლებადამცველი“ კი არა, მათზე დიდი სიძულვილის გამღვივებელი არ არსებობს ამ სივრცეში.

 

„უფლებადამცველი“ კი არა, მათზე დიდი სიძულვილის გამღვივებელი არ არსებობს ამ სივრცეში. მატყუარა, ცრუ!!! ცეცხლს წაუკიდებენ ნებისმიერს, მათ რომ ძალაუფლება ჰქონდეთ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით სიძულვილს აღვივებენ და ამით იკვებებიან. მათ მიერ პროვოცირებული დაპირისპირებით, აზიანებენ მთელ არასამთავრობო სექტორს.

 

ხვალ ან ერთს, ან მეორეს როგორ უნდა დავუჯერო რაიმე მათი გავრცელებული ამბავი, ამ პოსტში იმდენი სიცრუე წერია!!!“ - წერს მელაძე Facebook-ზე.

 

ნოდარ მელაძესა და იდა ბახტურიძეს შორის დაპირისპირება ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner