სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ თანამოქალაქეებს დღეს ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილთან ერთად ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებს სიურპრიზი მოუწყვეს და თოვლის ბაბუა მიუყვანეს. თოჯინების თეატრის მსახიობებმა კი მათ განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.