logo_geo
eng_logo
„მრავალწლიანი ნარგავები უგულავას თავაშვებული მმართველობის პირობებში ბეტონის კონსტრუქციებად იქცა!“
- +

29 აგვისტო. 2016. 05:11

 


დღევანდელი დღის შემდეგ გადავწყვიტე ყოველდღიურად თითო ადგილის ფოტო დავდო, სადაც ოდესღაც მრავალწლიანი ნარგავები იყო და უგულავას თავაშვებული მმართველობის პირობებში ბეტონის კონსტრუქციებად იქცა. ვიწყებ ჩემი უბნით, ივერთუბანი, მრავალწლიანი ხეების მოჭრის შემდეგ ნებართვის და პროექტის გარეშე 2010 -11 წლებში აშენდა პოლიციის შენობა. საბედნიეროდ ძველი ორთოები ინახავს ქალაქის ისტორიას..." _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა ბალიაშვილი. ამ ინფორმაციას საინტერესო კომენტარიც აქვს:


"უგულავას დროს იყო უბნის თავსა და ბოლოში პოლიციის შუშის შენონებისთვის ხეები რომ დაჭრეს, სულ ფიჭვები! ხალხი ყარაულობდა, არ აჭრევინებდა და ღამე მოვიდნენ ბულდოზერებით და ხერხებით და გადაჩეხეს! მაშინ მე არცერთი არასამთავრო არ მახსოვს, რომ გაეპროტესტებინა!"

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner