გერმანიის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების განცხადებით, 32 წლის ირანელმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. სამართალდამცველების ცნობით, საქმის მასალები ქალაქ კასტროპრაუკსელში, ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას მოიპოვეს.
საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა სამართალდამცავმა უწყებამ დამატებითი დეტალების მოწოდებისგან თავი შეიკავა. მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება.