logo_geo
eng_logo
გიორგი ისაკაძე: „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტაქტი“ აღარ აპირებს თანამშრომლობას შპს ''სტუდია მაესტროსთან''!
- +

9 მარტი. 2016. 18:12


ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძისა და გადაცემების - "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილის" ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დასრულდა:


"შეხვედრა საქმიან ფორნატში წარიმართა. გეტყვით რომ საქმიანი დილა და ბიზნესკონტაქტი აღარ აპირებს თანამშრომლობას შპს "სტუდია მაესტროსთან". ის გააგრძელებს მუშაობას იმ ხალხთან ვისთან ერთადაც შეიქმნა - კოტე გოგელიასთან და მაკა ასათიანთან. გადაცემები არ დაიხურება. როგორ გააგრძელებს გადაცემა ფუნქციონირებას ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.


გაჩეჩილაძე-ისაკაძის შეხვედრა "მაესტროს" შენობის გარეთ მდებარე ერთ-ერთ კაფეში მიმდინარეობდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner