ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძისა და გადაცემების - "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილის" ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დასრულდა:
"შეხვედრა საქმიან ფორნატში წარიმართა. გეტყვით რომ საქმიანი დილა და ბიზნესკონტაქტი აღარ აპირებს თანამშრომლობას შპს "სტუდია მაესტროსთან". ის გააგრძელებს მუშაობას იმ ხალხთან ვისთან ერთადაც შეიქმნა - კოტე გოგელიასთან და მაკა ასათიანთან. გადაცემები არ დაიხურება. როგორ გააგრძელებს გადაცემა ფუნქციონირებას ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
გაჩეჩილაძე-ისაკაძის შეხვედრა "მაესტროს" შენობის გარეთ მდებარე ერთ-ერთ კაფეში მიმდინარეობდა.