logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ქსოვრელების დინასტიიდან აღარავინაა, მაგრამ დარჩა სახელი, სიმღერები...
- +

ავტორი მაია კახიძე

29 აგვისტო. 2016. 06:23


 

ღამემშვიდობისა!



ცოტა ხნის წინ, facebook-ზე ერთ ძველ ფოტოს მოვკარი თვალი -  „ქსოვრელები მღერიანო". ისინი არ ვიცი ვინ არიან, არ ვიცნობ  უბრალოდ. შესაძლოა პირველი თაობაა. მაგრამ მე ვიცნობდი  ნამდვილ ქსოვრელებს, რომელთაც არაერთხელ შევხვედრივარ.


გამახსენდა ერთი ფოტო, მოვძებნე და მობილურით გადავიღე.


სხვა ტექნიკა ძველ ფოტოებზე შინ არ გამაჩნია.


თან, რა ახალგაზრდები ვართ მე და ნიკო ნადირაშვილი?


ნიკოს გვერდით, სწორედ უხუცესი ქსოვრელია, გრიშა პაპა,  უკანასკნელი მოჰიკანი ქსოვრელებისა, რომელიც ამ შეხვედრიდან  ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. დღესაც კი არის ჯგუფი,  ნამოწაფრები არიან ამ ჯგუფის წევრები, სახელს და საქმეს აგრძელებენ და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ თითქმის  აღარც ჩნდებიან, არ იწვევენ თბილისობის დღესასწაულის გარდა...  ქსოვრელების დინასტიიდან კი აღარავინაა, მაგრამ დარჩა სახელი, სიმღერები, ქალაქური ჰანგები და გვარი, რომელიც  ქალაქის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.


პ.ს. უკაცრავად უხარისხო ფოტოზე, თუმცა რეალური ფოტო უკეთესია 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner