logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ვინ მართავს ამერიკას? შათირიშვილი მართებულად აღნიშნავს და ეს აშშ-ის პოლიტიკური და მედია წრეებიდან სულ ისმის - ამერიკას ჯო ბაიდენი არ მართავს
- +

9 იანვარი. 2023. 13:27

 

 

„არაერთხელ გამიზიარებია ჩემს „ფეისბუქში“ ამერიკელთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა, სადაც „მძინარე ჯო“ (ტრამპმა შეარქვა) ხან კედლებს ელაპარაკება, ხან ტერმინებსა და თარიღებს ურევს და ხან კიდევ გასასვლელები ერევა და მეუღლისა თუ მცველების დახმარებით სწორი მიმართულებით უძღვებიან“, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს შესახებ, სადაც შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს.

 

მისი თქმით, აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას (თუ არ ჩავთვლით 1-2 მოღალატეს, კრებსით კინზინგერებს) დიდი შრომა მოუწევთ ამ „ჭაობის დაშრობაში“, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას.

 

„გამოქვეყნდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგი საინტერესო ანალიტიკური წერილი თემაზე - ვინ მართავს ამერიკას? შათირიშვილი მართებულად აღნიშნავს და ეს აშშ-ის პოლიტიკური და მედია წრეებიდან სულ ისმის - ამერიკას ჯო ბაიდენი არ მართავს. არაერთხელ გამიზიარებია ჩემს „ფეისბუქში“ ამერიკელთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა, სადაც „მძინარე ჯო“ (ტრამპმა შეარქვა) ხან კედლებს ელაპარაკება, ხან ტერმინებსა და თარიღებს ურევს და ხან კიდევ გასასვლელები ერევა და მეუღლისა თუ მცველების დახმარებით სწორი მიმართულებით უძღვებიან. Drain the swamp! (დავაშროთ ჭაობი!) 80-იან წლებში გაჩნდა ამერიკის პოლიტიკურ ელიტებში. ტერმინმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა დონალდ ტრამპის პოლიტიკაში გამოჩენიდან. ის და მისი თანაპარტიელები მუდმივად ამბობენ, რომ ვაშინგტონს მართავენ „დაჭაობებული“ ოჯახები, რომლებიც პოლიტიკურ-სამხედრო-კორპორატიული ღრმა კავშირებითა და სიმდიდრით ზეგავლენას ახორციელებენ უწინარესად, თეთრ სახლზე (ტრამპი გამონაკლისი იყო, ამიტომაც დაამარცხეს). აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას (თუ არ ჩავთვლით 1-2 მოღალატეს, კრებსით კინზინგერებს) დიდი შრომა მოუწევთ ამ „ჭაობის დაშრობაში“, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner