„რაღაც რომ ვერ არის კარგად მსოფლიოში, თვალნათელია, ეს იმიტომ რომ ადრე ის რამდენიმე ოჯახი, რომელიც წერილშია ნახსენები, კულუარებიდან მართავდა მსოფლიოს, ახლა კი უკვე ღიად და დაუფარავად იბრძვის საკუთარი ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესებისთვის, არაფრად აგდებს იმ უპატივცემულობას, რასაც ავლენს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ის ომებიც, რაც მომხდარა და ხდება, მათი ოჯახების ფინანსური ინტერესია და არა პოლიტიკური“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის შესახებ.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ძალაუფლების გასამყარებლად ამ ადამიანებმა შექმნეს ლიბერალური იდეოლოგია, რაც გულისხმობს ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას, ათეიზმის აგორების ახალ ტალღას, რელიგიის წინააღმდეგ გალაშქრებას, სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინებას, ლგბტ აგრესიულ პროპაგანდას და ა.შ.
„სულ ველოდები ზაზა შათირიშვილის წერილებს. ახლაც გულისყურით წავიკითხე და კიდევ ერთი ფაზლი დალაგდა. რაღაც რომ ვერ არის კარგად მსოფლიოში, თვალნათელია, ეს იმიტომ, რომ ადრე ის რამდენიმე ოჯახი, რომელიც წერილშია ნახსენები, კულუარებიდან მართავდა მსოფლიოს, ახლა კი უკვე ღიად და დაუფარავად იბრძვის საკუთარი ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესებისთვის, არაფრად აგდებს იმ უპატივცემულობას, რასაც ავლენს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ის ომებიც, რაც მომხდარა და ხდება, მათი ოჯახების ფინანსური ინტერესია და არა პოლიტიკური. ზუსტად ძალაუფლების გასამყარებლად ამ ადამიანებმა შექმნეს ლიბერალური იდეოლოგია, რაც გულისხმობს ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას, ათეიზმის აგორების ახალ ტალღას, რელიგიის წინააღმდეგ გალაშქრებას, სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინებას, ლგბტ აგრესიულ პროპაგანდას და ა.შ.
მოკლედ, ადამიანის ზომბირებას. ლიბერალურ იდეოლოგიაში მოქმედებს სტალინური „ურავნილოვკის“ პრინციპი, მოსპო და დააკნინო ყველაფერი ძლიერი, რითიც სწრაფად მოახდენ ადამიანთა გათანაბრებას. ზუსტად ამას ცდილობენ ჩვენთან თავისი აგენტების მეშვეობით როგორმე დააკნინონ ავტორიტეტები, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული წარმატებულ სპორტსმენამდე. მესმის ებრძოლო ფულს, მედლებს, მაგრამ ავტორიტეტთან ბრძოლა ძნელია, ამის ერთ-ერთი მაგალითი ივანიშვილია, ყველაფერს კადრულობენ მის წინააღმდეგ, მაგრამ ავტორიტეტს ვერაფერს უშვებიან. დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო და დაუპირისპირდა ამ მახინჯ იდეოლოგიას და ყველაფერს აკეთებს ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად და ეს ყველაფერი არ უნდა შეეწიროს რამდენიმე ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას“, - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.