logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე ზაზა შათირიშვილის წერილზე: მამული, ენა, სარწმუნოება - ამ ტრიადისადმი ერთგულებამ შეაქმნევინა ქართველ კაცს ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა
- +

9 იანვარი. 2023. 15:05

 

 

„ილიას არ იყოს, ჩვენ რა კაცები ვიქნებით, ვიღაც ბოლო, 200 წლის მანძილზე ათასგვარი მანიპულაციებით გაქსუებულ და ბოლო პერიოდში გაუკუღმართებულ ლიბერასტულ იდეოლოგიას ამოფარებულ მსოფლიო დონის თაღლითებსა და მხოლოდ ნებისმიერი ხერხით ფულის შოვნაზე დახარბებულ ყველაფრის მკადრებლებს გადავაჯეგინოთ და გავანადგურებინოთ: ჩვენი მრავალსაუკუნოვანი წინაპრების სისხლით გაპოხიერებული მიწა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველო ის ფენომენია, რომელიც საწყისიდანვე იდგა იმ ჩადუღაბებულ საყრდენებზე, რომელსაც ჰქვია: „მამული, ენა და სარწმუნოება“!

 

„ყოველთვის საინტერესოა გონიერი კაცის მოსაზრებების გაცნობა, მით უმეტეს, თუ იგი ეხება ურთულეს გეოპოლიტიკურ ქარტეხილ გამოვლილ და დღემდე სასწაულებრივად მოღწეულ ჩვენს სამშობლოს! საქართველო ის ფენომენია, რომელიც საწყისიდანვე იდგა იმ ჩადუღაბებულ საყრდენებზე, რომელსაც ჰქვია: „მამული, ენა და სარწმუნოება“! სწორედ ამ ტრიადისადმი ერთგულებამ შეაძლებინა და შეაქმნევინა ქართველ კაცს ის ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა რომელმაც მოატანინა დღემდე თავი! და დღეს დიდი ილიას არ იყოს, ჩვენ რა კაცები ვიქნებით, ვიღაც ბოლო, 200 წლის მანძილზე ათასგვარი მანიპულაციებით გაქსუებულ და ბოლო პერიოდში გაუკუღმართებულ ლიბერასტულ იდეოლოგიას ამოფარებულ მსოფლიო დონის თაღლითებსა და მხოლოდ ნებისმიერი ხერხით ფულის შოვნაზე დახარბებულ ყველაფრის მკადრებლებს გადავაჯეგინოთ და გავანადგურებინოთ: ჩვენი მრავალსაუკუნოვანი წინაპრების სისხლით გაპოხიერებული მიწა! რუსთაველის ენა! და მხოლოდ, ერთ დღეს ქრისტეს რჯულისათვის, 100 ათას წამებულთა სარწმუნოება! ასეთი რამ ქართველ ხალხს არც არასდროს დაუშვია და გჯეროდეთ არც არასოდეს დაუშვებს!“ - წერს გვენეტაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner