logo_geo
eng_logo
ილიკო გამეზარდაშვილმა საფრანგეთის რეგიონულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

9 იანვარი. 2023. 17:00

 

 

 

 

საფრანგეთის ქალაქ ოიონაქსში ძიუდოში რეგიონული ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ვერცხლის მედლის მფლობელი 16 წლის ილიკო გამეზარდაშვილი (66 კგ) გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში კი, მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით, ქართველი ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.

 

ილიკომ ვარჯიში ძეგვში დაიწყო. უკვე მესამე წელია, ოიონაქსის ძიუდოს კლუბ haut budget-ში ვარჯიშობს. იგი საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ოჯახიდანაა. 16 წლის გამეზარდაშვილი უკვე არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

 

ქართველი ძიუდოისტის მიზანი საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობაა, რისთვისაც შესარჩევი ტურნირის მოგება იქნება აუცილებელი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner