logo_geo
eng_logo
დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა მოელის, რომ ევროკავშირი „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს
- +

9 იანვარი. 2023. 18:58

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ოფიციალური კიევი მოელის, რომ ევროკავშირი სანქციების შემდეგ რაუნდში, რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

 

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრემიერმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ფრანს ტიმერმანსთან, კიევში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

 

როგორც შმიგალმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნა, ტიმერმანსთან უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობა განიხილა.

 

„მე ხაზი გავუსვი რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას. აგრესორი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმისთვისა და ეკოციდისთვის უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner