logo_geo
eng_logo
ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან მანქანა აფეთქდა
- +

29 აგვისტო. 2016. 10:47


სააგენტო Reuters- ის ინფორმაციით, ბრიუსელში, კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის შენობასთან წუხელ აფეთქება მოხდა.


სააგენტოს ინფორმაციით, შენობასთან ავტომობილი აფეთქდა.  იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა. შესაბამისად, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ არის.


ბელგიაში შენარჩუნებულია განგაშის მესამე დონე, მას შემდეგ რაც ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსთან აფეთქებების სერია მოხდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner