ინდოეთში, შტატ ბიჰარიში, წყალდიდობის შედეგად, დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი დაზარალდა. სტიქიის შედეგად 156 ადამიანი დაიღუპა.
დაზარალდა 2024 სოფელი, ათობით ხიდი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მაშველებმა რისკის ზონიდან 556 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ბიჰარიში სტიქია არსებულ 6 დიდ მდინარეში წყლის დონის მატებამ განაპირობა, რაც მუსონური ნალექის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.