საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ უგო ლორისმა ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ L'Equipe-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ლორისმა 145 მატჩი ჩაატარა, რაც გუნდის რეკორდია. ნაკრებთან ერთად ლორისი 2018 წელს მსოფიო ჩემპიონი გახდა, 2022 წელს კი ვიცე-ჩემპიონი. ამასთან ლორისი „ტოტენჰემში“ თამაშს გააგრძელებს.