logo_geo
eng_logo
უგო ლორისმა საფრანგეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა
- +

10 იანვარი. 2023. 10:51

 

 

 

საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ უგო ლორისმა ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ L'Equipe-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ლორისმა 145 მატჩი ჩაატარა, რაც გუნდის რეკორდია. ნაკრებთან ერთად ლორისი 2018 წელს მსოფიო ჩემპიონი გახდა, 2022 წელს კი ვიცე-ჩემპიონი. ამასთან ლორისი „ტოტენჰემში“ თამაშს გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner