„კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას, მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…“ - წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს.
„მელიას პირად ჩანაწერებზე:
გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას („ფორმულას“ თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან - ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთ-ერთ insecure წამყვანს დასცინა), მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…
ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს …
ასეთ ფურუნკულს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება სჭირდება.
ამას ვაკეთებთ ჩვენ - „ევროპული საქართველო“.
ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოვებთ.
ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია.
(ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა, შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.