logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: 2009-2011 წლებში მერიის დაკვეთით ქალაქის ტერიტორიაზე 5 065 ხეა მოჭრილი
- +

29 აგვისტო. 2016. 10:49


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში  ქ. თბილისის მერიის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს.



„ქ. თბილისის მერიის მიერ 2009-2011 წლების განმავლობაში ქალაქგამწვანების ღონისძიებების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში:

 

2009-2011 წლებში მერიის დაკვეთით ქალაქის ტერიტორიაზე მოჭრილია 5 065, რაიონული გამგეობების მიერ მოჭრილია 13 096 ძირი ხე, განცხადებების საფუძველზე გაცემულია ნებართვა 1932 ძირი ხე-მცენარის მოჭრაზე.

 

2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების მიმართვების საფუძველზე, მშენებლობის მიზეზით მოჭრილია 597 ძირი ხე. აგრეთვე გაცემულია ნებართვები 539 ძირი, ავარიული და ზეხმელი ხე-მცენარეების მოჭრაზე.

 

მშენებლობის მიზეზით მოჭრილი ხეების ზიანის ანაზღაურებაზე მერიის მხრიდან მოთხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

ხეების მდგომარეობის (ავარიული და ზეხმელი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ ვერ იქნა 2011 წელს მერიისათვის მიწერილ წერილში შპს „ლისი ფო" ითხოვდა ნებართას 96 ძირი ზრდასრული წიწვოვანი ხე-მცენარის გადარგვაზე. გამწვანების სამსახურმა ნებართვა გადარგვის ნაცვლად, გასცა ხეების მოჭრაზე.

 

2009-2011 წლებში გამწვანების ღონისძიებებზე გამოცხადებული ტენდერებიდან, შპს„გრინსერვისთან" გაფორმებული 6 ხელშეკრულების ფარგლებში, მერიისათვის საქონლის მიწოდება მოხდენილია 50-150%-იანი ფასნამატით.

 

მიწოდებული 662 ათასი ლარის საქონლის ფასნამატმა ჯამში 303.6 ათასი ლარი შეადგინა. კერძოდ, 2009 წელს მერიისათვის მიწოდებულ მცენარეებზე ფასნამატის თანხამ 75.9 ათასი ლარი (59%), ხოლო 2010 წელს 79.5 ათასი ლარი (107%) შეადგინა.

 

2011 წელს 4 შემთხვევაში მერიას შპს „გრინსერვისმა" ტიტის ბოლქვები, რულონური გაზონი, სხვადასხვა სახის მცენარეები და ქოთნის ყვავილები მიაწოდა დაუსაბუთებლად მაღალი ფასნამატებით.

 

კერძოდ: ტიტის ბოლქვები 150%-იანი, რულონური გაზონი 114%, მცენარეები 70%, ხოლო ქოთნის ყვავილები 61% ფასნამატებით",- წერს ვოლსკი.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner