„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორზე, ნინო დოლიძეზე წერს.
მისი თქმით, ორგანიზაციის შეცდომა პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით ქვეყანას თითქმის რევოლუციის ტოლფასად დაუჯდა, ინფორმაციას კი ერთი თვის განმავლობაში მალავდნენ.
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, „სამოქალაქო ორგანიზაციებზე არის თავდასხმები იმისთვის, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს, რათა ჩვენს ნათქვამს არ ჰქონდეს ფასი და ძალა“.
დოლიძის აზრით, პროპაგანდისთვის ისეთი თემების გამოყენება ხდება, რომელიც არასამთავრობო სექტორის საქმიანობასთან კავშირში არ არის.
მინდა, შევეხო თემას, რომელიც კავშირშია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობასთან, უფრო მეტიც, ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, საუბარი არჩევნებს შეეხება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სამართლიანი არჩევნები იყო ორგანიზაცია, რომელმაც პარალელური დათვლა (პივიტი) შეცდომით ჩაატარა, შემდეგი ერთ თვის განმავლობაში საკუთარ შეცდომას მალავდა, რაც ქვეყანას ლამის რევოლუციად დაუჯდა. ქალბატონო ნინო, ეს ხომ თქვენს საქმიანობასთან კავშირშია? ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს, რადგან არაპროფესიონალები ხართ, არ არის საჭირო სხვამ გაგამარგინალოთ, პივიტის რეალური შედეგის დამალვით, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეთ და საზოგადოებას აჩვენეთ, რომ თქვენს ნათქვამს არ აქვს ფასი! რაც შეეხება ძალას, არც ძალა აქვს, რადგან ბოლო კვლევებით, არასამთავრობო სექტორის რეიტინგი კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება, რაც სწორედ თქვენნაირი მიკერძოებული და არაობიექტური ორგანიზაციების დამსახურებაა!
P.S. აქციებზე დგომა და მთავრობის გადადგომის თუ ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნაც არ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს, მაგრამ აღნიშნული მიმართულებით დიდი ენთუზიაზმით ირჯებით“, - წერს ჩიხელიძე.