logo_geo
eng_logo
დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება
- +

10 იანვარი. 2023. 13:15

 

 

ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.

 

მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან.

 

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner