ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იგი ან მთლიანად ეყრდნობა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ან მის ავტორიტეტს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე, ერთი ვერსიაც და მეორეც სამარცხვინო და ხელის შემშლელია ქართულ ამერიკული ურთიერთობებისათვის, ვგონებ მეტი დაფიქრება გმართებთ.
„დარწმუნებული ხართ, ბატონო გენერალო, რასაც ამბობთ, რომ ეს სიმართლეა, თქვენ, როგორც გადამდგარი თანამდებობის პირი, შეზღუდული უნდა იყოთ ინფორმაციის მრავალმხრივ შემოწმებაში. შესაბამისად ორიდან ერთი რამ იკვეთება:
საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე, ერთი ვერსიაც და მეორეც სამარცხვინო და ხელისშემშლელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის, ვგონებ, მეტი დაფიქრება გმართებთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.