ხათუნა ხოფერიას ვაჟი რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ფილმთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„ვნახე ხაინდრავას 24-სერიანი ფილმის ერთი ეპიზოდი... ემოციები ახლაც არ მტოვებენ. ფილმში მოყვანილია რეალური ამბავი, სტუდენტ ბიჭზე, რომელმაც უნივერსიტეტში ავალიანთან და მის დედააფეთქებულებთან დაპირისპირების გამო, ჯოჯოხეთი გადაიტანა... თქვენც ნახავთ ამ ეპიზოდს და ძალიან დაითრგუნებით.
ამ მოვლენების რეალური მონაწილეც გავიცანი. მხიარული, ზრდილი, კეთილი კაცი. ერთადერთი სურვილი დამეუფლა, ჩავხუტებოდი და ჩავეხუტე კიდევაც. ალბათ ეგღა დაგვრჩენია, სითბო ვაჩუქოთ ერთმანეთს! ამ ბიჭის სიტყვებით, სამართალი ვერც მან იპოვა და ამიტომაც ნაციც მკიდია და ქოციცო, ვარ ჩემთვის და ხელი მაქვს ჩაქნეულიო. ზუსტად ანალოგიური გრძნობა დამეუფლა მეც, როდესაც დარბაზში პორტირებული ნაციონალი დავინახე, რომელიც დანანებით აქნევდა თავს უსასტიკესი წამების სცენებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, თვითონაც იცის, რომ ეს სისასტიკე, ეს სისხლი მის ხელებზეც არის და მინდა, ყველა ასეთი ადამიანი დარწმუნებული იყოს, რომ სამართალი მათ აუცილებლად მიაკითხავს და რასაც იმსახურებენ, იმას მიიღებენ, მიუხედავად მათი მაყუთზე დახამებული მფარველებისა!" - წერს რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში.