logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე ბენ ჰოჯესზე: ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს
- +

10 იანვარი. 2023. 16:36

 

 

„ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, არამედ, თავდაუზოგავად იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობის და საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გადარჩენისათვის, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს და რაც უნდა თუ არ უნდა, უნდა თქვას!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არასასიამოვნო და გულსატკენია ამის მოსმენა იმ ქვეყნის თუნდაც გადამდგარი თანამდებობის პირისაგან, რომელიც თეთრზე შავს ამბობს და პირიქით - შავზე თეთრს.

 

„ძალიან კარგად იცის ამ ბატონმა ყველაფერი, ძალიან კარგად!

 

მაგრამ.... დაავალეს და ასე უნდა თქვას!

 

ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველომ უკრაინას რა უპრეცედენტო სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უწევს!

 

ძალიან კარგად იცის, ყველა საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებზე, ხელმოწერებზე პატარა საქართველო რომ უკრაინის გვერდზე იდგა და დგას!

 

ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველო საკუთარ მოქალაქეებს აკლებს და უკრაინელ ლტოლვილებს უნაწილებს!

 

ძალიან კარგად იცის, უკრაინის ხელისუფლება მიუხედავად ყოველივესი, როგორი უმადურია პატარა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული დახმარებების!

 

ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველო თავისი პოლიტგავლენებიდან და ეკონომიკიდან გამომდინარე მაქსიმალურს, რომ აკეთებს უკრაინისადმი!

 

მაგრამ, როგორც გადამდგარს, როგორც არასამთავრობოს, დავალებიდან გამომდინარე ძალიან აწუხებს, როგორც ეტყობა აქ რატომ არ ვართ უფრო მეტად ჩაბმული ომში !

 

ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლება რამდენ პატარა საქართველოდან გაქცეულ კრიმინალს იპარავს და ხელისუფლებაში აწინაურებს!

 

ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, არამედ, იგი თავდაუზოგავად იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობის და საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გადარჩენისათვის, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს და რაც უნდა თუ არ უნდა, უნდა თქვას!

 

ამის მოსმენა ფრიად არასასიამოვნო და გულსატკენია იმ ქვეყნის თუნდაც გადამდგარი თანამდებობის პირისაგან, რომელიც თეთრზე შავს ამბობს და პირიქით-შავზე თეთრს!

 

რომელიც ჩვენი პატარა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც უდიდესი დახმარებები გაგვიწია 1990-იან და შემდგომ წლებში, რომლის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სამოქალაქო ღირებულებები სანიმუშო და მისაბაძია ჩვენთვის და რომლის დემოკრატიული იდეალების ასე სჯეროდა ჩემს თაობას!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner