logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარკოვში ჩავიდა
- +

10 იანვარი. 2023. 21:36

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში, ხარკოვში ჩავიდა.

მისი თქმით, ხარკოვი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო.

„უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.

აღსანიშნავია, რომ ანალენა ბერბოკი არის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინც ხარკოვი ჩავიდა. ვიზიტისას მას უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება და უკრაინის ელჩი გერმანიაში ალექსეი მაკეევი ახლდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner