logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჩვენ რო გვეგონა, მარტო კოკაინსა ყნოსამდა, თურმე ლოთიცა ყოფილა
- +

11 იანვარი. 2023. 10:59

 

 

ჯურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ერიჰააააააა... ეს თურმე ლოთიც ყოფილა! დღეში ორ ბოთლ კონიკსა ყლურწამს და ფსიქოტროპულებსაც ბლომად აყოლებსო. ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ემანუელ თხლაშან-თლუხუმ ლახანმა, ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგაში უცნაური არაფერიაო. ამას ექსპერტები იქით ჰყავს სამკურნალო! ჩვენ კიდე გვეგონა, მარტო კოკაინსა ყნოსამდა... ალბათ გახსოვთ, პატრიარქის წინ რო მიბანცალობდა და ბოლოს მის სავარძელში გადაითხლაშა... მაგის ყალყზე დამდგარ თმასა და წაშლილ გამომეტყველებას რა დაგავიწყებთ? მერე იყო, უკრაინის სასამართლოში დარია ხელი კოკაინმა და გამოაშტერა - სად იყო, რას აკეთებდა, ვეღარ გაეგო.

 

გამოდის ახლა ვინმე ამერიკელი შაჰინი, იქით სამკურნალო ექსპერტი და აქეთ გვიყვება ზღაპრებს, მისტერ მიხას სხვადასხვა სახის დისფუნქციები დაპატიმრების შემდეგ დეეწყო, მძიმე ,,ავანტყოფიაო''. ,,ავანტყოფიო'', ეგრე თარგმნიდა თარჯიმანი კაცი, რომელმაც იმავე საღამოს ბევრი სისულელე ილაპარაკა ტელევიზორში. ტიტუუუუუუ! აგიც ,,ნაციანალი'' ყოფილა!

 

მოკლედ, მისტერ შაჰინ თხლაშანმა, ჩემ პაციენტს ყველაფერი მორღვეული აქვს, თავის ტვინიც, ზურგის ტვინიც და საჭმლის მომნელებელი სისტემაცო.შენ რა იციო? ჰკითხა პროკურორმა. რას ჰქვია, რა ვიცი, დედამისმა მითხრაო... სხვათა შორის, მაგას კრუნჩხვებიც ემართებაო, კისრის მალების მხრიდან ზურგის ტვინზე ზეწოლაა და სტრესული აშლილობა ეუფლება ხოლმეო. ეგ საიდანღა იციო? არ მოეშვა პროკურორი. ეგ კიდე დედამისის მეგობარმა ჩალაძემ მითხრაო.

 

რათ უნდა ამას დიდი კვლევა და ძიება? ჰა, მითხარით, რათ უნდა? ჩვენ რო გვეგონა, მარტო კოკაინსა ყნოსამდა, თურმე ლოთიცა ყოფილა. ნუღარ გვიყვებით იაფფასიან ზღაპრებს, მოგვბეზრდა!” - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner