კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის მორიგ განცხადებას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პასუხობს.
„რამ გამოიწვია აშშ-ნატოს მისიის სამხედრო კრახი ავღანეთში, რამაც მსოფლიო წესრიგი მოშალა და რუსეთის თავხედური აგრესია განაპირობა?
ვფიქრობ, მხედრული ღირსების და სინდისის დაკარგვამ.
აშშ-ის ყოფილი სარდლის ბ.ჰოჯესის უსაქციელობა და განცხადებები საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხის დასტურია“, - წერს გოგა ხაინდრავა.
ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ საკუთარი თავი „კრემლს მიაბა“ და უკრაინის მხარდაჭერა „საქართველოს ომში ჩათრევის რისკს არ ქმნის“, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით ხალხის პოზიცია და მთავრობის ქმედებები დიდად განსხვავდება.