logo_geo
eng_logo
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა და მიმდინარეობს 150-მდე მისამართზე
- +

11 იანვარი. 2023. 13:25

 

 

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, მდინარე მეჯინისწყალზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

პროექტის მიხედვით, მდინარის მარჯვენა მხარეს ჯებირის ჩამოსხმა მიმდინარეობს.

 

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც ივნისში დასრულდება. მისივე თქმით, გასული წლიდან დღემდე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა და მიმდინარეობს 150-მდე მისამართზე.

 

ამ ეტაპზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება: ბაქრაძის, ნიჟარაძის, ბეთლემის, ლორთქიფანიძისა და ზედაღელის ქუჩებზე. გარდა ამისა, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიგეგმა ფრიდონ ხალვაშისა და ხახულის მეორე შესახვევში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner