logo_geo
eng_logo
ზურაბ გუგუშვილი: მეამაყება, რომ ასეთი ნიჭიერი ხელოვანი ჩემი სტუდენტი იყო
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

9 მარტი. 2016. 18:28


"პაემანი პოეზიასთან" - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ  ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიუძღვნა.  კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.


სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა  მაია კახიძემ   მეგობრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა.  ასევე არაერთი საინტერესო და მხიარული ისტორია გაიხსენა. 


პოეზიის საღამოს მუსიკალურ ფონად  პიანინოსა და  გიტარის ჰანგები გასდევდა.  დარბაზში მყოფმა მამაკაცებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. პოეტის თქმით კი, გაზაფხულს ქალების სიხალისე და პოეზია ამშვენებს.

 

„რეპორტიორთან"  მაია კახიძის  ლექტორი ზურაბ გუგუშვილი საუბრობს:

 

„ მინდა, პირველ რიგში მაია კახიძეს 8 მარტი მივულოცო. ისეთი ლამაზი სულის პატრონი როგორიც ქალბატონი მაიაა, ნამდვილად მისასალმებელი და საყვარელი პოეტი ქალბატონია. მასზე ისე ვსაუბრობ, როგორც ჩემს ყოფილ სტუდენტზე. საესტრადო სასწავლებელში ხალისიანი, სიყვარულის მატარებელი იყო და ასეთივე დარჩა თავის შემოქმედებაში. ძალიან მიხარია, რომ დღეს მის საღამოს ვესწრები. გზა გაუნათოს ღმერთმა დიდი ხელოვნებისკენ...  ჩემს მაიას " , - აღნიშნავს გუგუშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner