უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში, ქალაქ სვიატოგორსკთან 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.
კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. „კანონიერი ქურდის", ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს დააკავეს.
სამართალდამცველების განცხადებით, „უკრაინაში მათი ყოფნის კანონიერების შესამოწმებლად" 106 ადამიანია დაკავებული.
ასევე, პოლიცია მათ სეპარატისტებთან შესაძლო კავშირს შეამოწმებს.
დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა.