logo_geo
eng_logo
უკრაინაში 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
- +

29 აგვისტო. 2016. 11:17


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში, ქალაქ სვიატოგორსკთან 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.

კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. „კანონიერი ქურდის", ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს დააკავეს.



სამართალდამცველების განცხადებით, „უკრაინაში მათი ყოფნის კანონიერების შესამოწმებლად" 106 ადამიანია დაკავებული.

ასევე, პოლიცია მათ სეპარატისტებთან შესაძლო კავშირს შეამოწმებს.

დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner