logo_geo
eng_logo
ფოთის მერია: ძლიერი ქარის გამო მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან
- +

11 იანვარი. 2023. 17:04

 

 

ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები.

 

ფოთის მერიის ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.

 

მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95

 

ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:

 

ცენტრის უბანი -579 75 20 17;

 

მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;

 

კუნძულის უბანი - 551 41 11 02;

 

ნაბადის უბანი- 599 25 41 21.

 

ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცეილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner